მიმდინარე წლის ოქტომბერში მიიღეთ მონაწილეობა Time to Move-ის ღონისძიებებში, რათა შეიტყოთ საზღვარგარეთ არსებული შესაძლებლობების შესახებ და დაგეგმოთ თქვენი მომავალი საერთაშორისო პროექტები.
Time to Move არის ევროპის მასშტაბით ოქტომრის (მაგრამ არამხოლოდ) განმავლობაში არსებული ონლაინ და ფიზიკური ღონისძიებების ერთობლიობა. აქტივობები ორგანიზებულია ევროდესკის ექსპერტების მიერ, რომლებსაც შეუძლიათ გახდნენ თქვენი პირადი გზამკვლევი საერთაშორისო შესაძლებლობებისკენ.
რადგანაც, მიმდინარე წელი ევროკავშირის მიერ გამოცხადებულია ახალგაზრდების წლად არ გაუშვათ შანსი ხელიდან და მიიღეთ მონაწილეობა თქვენთვის ორგანიზებულ მრავალ აქტივობაში როგორიც არის ვირტუალური მოხალისეობა, სასკოლო სემესტრული გაცვლები, სტაჟირებები საზღვარგარეთ და სხვა. ჩვენ ვართ სრულ მზადყოფნაში წინასწარ დავგეგმოთ თქვენთან ერთად.
შენი Time to Move არის ახლა! აღნიშნული აქტივობები შესაძლებლობას გაძლევთ მოემზადოთ ფიზიკური ან ვირტუალური პროექტებისთვის. აღნიშნული აქტივობები შესაძლებლობას გაძლევთ მოემზადოთ ფიზიკური ან ვირტუალური პროექტებისთვის. დაიწყეთ დაგეგმარება წინასწარ.
რა ხორციელდება ონლაინ და სხვა ქვეყნებში Time to Move-ის პერიოდში? თვალი ადევნეთ ინსტაგრამსა და ტიკ-ტოკზე #timetomove2022-ის ძიებით. თქვენ შეგიძლიათ გააზიაროთ ან მოგვნიშნოთ თქვენს ფოტოებზე, რილსებში (reels) ან ტიკ ტოკ-ზე თუ იმყოფებოდით ჩვენს ონლაინ ან ფიზიკურ ღონისძიებებზე.
არ დაგავიწდეთ გახდეთ ჩვენი მიმდევარი ინსტაგრამსა და ტიკ-ტოკზე, რათა მუდმივად ეცნობოდეთ საზღვარგარეთ არსებულ ყველა შესაძლებლობას!
ოქტომბრის ყოველ ხუთშაბათს ჩვენი YouTube-სა და სოციალური მედიის გვერდების საშუალებით შეგიძლიათ იპოვოთ ინტერვიუები ახალგაზრდებისთვის საკვანძო თემებთან დაკავშირებით.
თუ თქვენ ეძებთ დამატებით ინფორმაციას #TimeToMove2022-ის განმავლობაში საზღვარგარეთ არსებული შესაძლებლობების შესახებ , უყურეთ ან მოუსმინეთ ინტერვიუების სერიებს ახლავე.
საზღვარგარეთ თქვენი პროექტებისთვის ზუსტი და სანდო ინფორმაციის მოძიება შეიძლება რთული იყოს. სწორედ აქ შეუძლია ევროდესკს თქვენი დახმარება! თუ თქვენ ვერ მოხვდებით რომელიმე Time to Move-ის ღონისძიებაზე მაინც შეძლებთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებას ონლაინ. ჩვენ ასევე მოხარულები ვიქნებით საჭიროების შემთხვევაში გაგიწიოთ პერსონალური წინამძღოლობა.
დაათვალიერეთ ჩვენი ქსელი, რომელიც შედგება ევროპის 37 ქვეყანაში არსებული 2100-ზე მეტი საინფორმაციო ექსპერტებისგან eurodesk.eu-ის საშუალებით. თუ სპეციფიური კითხვა გაგიჩნდებათ საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ გამოგვიგზავნეთ ელ. წერილი ან ვისუაბროთ ტელეფონის საშუალებით.
ზე ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაგროვებთ ინფორმაციებს უახლეს საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ. დაათვალიერეთ 5 კატეგორია: სწავლება, სტაჟირება, მოხალისეობა, მონაწილეობა და გრანტები და იპოვეთ თქვენთვის სასურველი პროექტი!
– არსებობს ევროკავშირის პროგრამები და ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავენ ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების განვითარებას, განსაკუთრებით წელს ახალგაზრდების ევროპულ წელს! ევროპის ახალგაზრდული პორტალი გაცნობებთ უახლეს ამბებს თქვენთვის, როგორც ევროპის მოქალაქისთვის. წაიკითხეთ DiscoverEU-ს ან ევროპის სოლიდარობის კორპუსის შესახებ ინფორმაცია და აღმოაჩინეთ EYY2022-სთის მიძღვნილი გვერდი.
ეს არის შენი Time to Move და როგორც ყოველ წელს, განსაკუთრებით კი მიმდინარე ახალგაზრდების ევროპულ წელს ჩვენ ვეპატიჟებით ყველა ახალგაზრდას, რათა მიიღონ მონაწილეობა Time to Move -ის კონკურსში. მიმდინარე წლის სექტემბრისა და ოქტომბრის განმავლობაში გთავაზობთ ორ ონლაინ შეჯიბრებას! მიიღე მონაწილეობა ნებისმიერ მათგანში და გექნება შანსი მოიგოთ შესანიშნავი პრიზები.
აღნიშნული თამაში ორგანიზებულია ევროდესკის მიერ.
მისთვის, რომ მიიღოთ მონაწილეობა უნდა იყოთ მინიმუმ 13, ხოლო მაქსიმუმ 30 წლის, ასევე უნდა იყოთ შემდეგი ქვეყნებიდან რომელიმეს წარმომადგენელი: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მალტა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი ან უკრაინა.
თამაშში ჩართულობით მონაწილეები ეთანხმებიან მის წესებსა და პირობებს.
© 2022 Eurodesk. All rights reserved.